1.პროექტის სახელი-იაკობ გოგებაშვილისა და შიო მღვიმელის(ქუჩუკაშვილის) ცხოვრებისა და მოღვაწეობის კვალზე.
2.პროექტის მოკლე აღწერა–ამ პროექტით გვინდა კიდევ ერთხელ თვალი გადავავლოთ და გავიხსენოთ ორი ქართველი საბავშვო მწერალი, რომელთა შემოქმედებამაც წარუშლელი კვალი დატოვა ყველა ქართველი ბავშვის გულში.
3.პროექტის სრული აღწერა–ვაჩვენებთ ეკრანზე მათი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს, რომელთა ნაწილიც მოვიძიეთ, ნაწილი ვნახეთ ვარიანში კლასის ექსკურსიაზე ყოფნის დროს. შემდეგ გავიხსენებთ თითოეულის ბიოგრაფიას. ბავშვები წარმოგვიდგენენ, ერთმანეთის მონაცვლეობით, მათი შემოქმედებიდან ლექსებს და პატარა სცენარებს მოთხრობებიდან. პერიოდულად შეგვახსენებენ მათ ღვაწლს და შემოქმედების მრავალფეროვნებას, რამაც ახლობელი და დაუვიწყარი გახადა ყველა ქართველისთვის თვითონ მწერლები და მათი შემოქმედებაც.
მოძიებული გვაქვს მწერლების ერთმანეთთან ურთიერთობის ამსახველი ჩანაწერები. კლასმა შეძლო მიეკვლია ქუჩუკაშვილის შვილის, ქეთევან ქუჩუკაშვილის საცხოვრებელი ადგილისთვის. ჩვენ ის ჩავწერეთ და მის სიტყვასაც ვაჩვენებთ პროექტორის საშუალებით ეკრანზე. ღონისძიებას გავალამაზებთ მათ ლექსებზე შექმნილ სიმღერებით, რომელსაც წარმოგვიდგენენ კლასის მონაწილეები.
4.მონაწილეთა ასაკი–IV2 –ასაკი –10 წელი.
5.ვადები/ხანგრძლივობა–1–სთ და15წთ.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში–უფრო ახლოს გავაცნოთ ბავშვებს ამ მწერლების ღვაწლი,რომელთა შემოქმედებაც ერთნაირად საყვარელია ,როგორც პატარებისთვის, ასევე დიდებისთვის.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას–მოვაწყეთ ექსკურსია შიდა ქართლში–ვარიანში და ბრეთში. გამოვუშვით გაზეთები ორივე შემოქმედის შესახებ.
8.სამუშაო ენა. –ქართული
9.ეროვნული სასწავლო გეგმის კავშირი–IV.1.1 მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობებში, ამზადებს და წარმოადგენს მასწავლებლის მითითებით ან საკუთარი ნებით არჩეულ როლს.
როლის განსასახიერებლად ადეკვატურად იყენებს დამხმარე საშუალებებს.
წინასწარ გეგმავს და წარმოადგენს კონკრეტულ თემაზე მომზადებულ ზეპირზე გამოსვლას.
10.პროექტის ავტორი.:მზია ჯაფიაშვილი
11.ავტორი E-mail.: mjapiashvili@gmail.com
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий